16.მაისი.2018 15:50
ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ტურიზმში არსებულ გამოწვევებს ასახელებს

ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ტურიზმში არსებულ გამოწვევებს ასახელებს
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ჟან-ფრედერიკ პოლსენი ტურიზმის სექტორში არსებულ რამდენიმე გამოწვევაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ტურიზმი საკმაოდ კარგად ვითარდება, თუმცა იმისთვის, რომ ზრდა გაგრძელდეს საჭიროა: პირდაპირი ფრენების დამატება თბილისში ევროპის მთავარი ქალაქებიდან; ისეთი ტურისტების რიცხვის ზრდა, რომლებიც ქვეყანაში მეტ ფულს დახარჯავენ.

ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ ამის უზრუნველსაყოფად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტრენინგები ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.

"აქცენტი უნდაგავაკეთოთ იმაზე, რაც გვაქვს - სამთო კურორტებზე, ეროვნულ პარკებზე და ა.შ. ასევე გვჭირდება მეტი სასტუმრო, ჩვენ ეს გვაქვს გარკვეულწილად, მაგრამ გვჭირდება უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და როგორც 4-5-ვარსკვლავიანი, ასევ 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები",- აცხადებს ჟან-ფრედერიკ პოლსენი.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



24.მაისი.2018 23:00
13

სსე: ელექტროენერგიის შეწყვეტა ენგურჰესის ავარიულად გათიშვამ გამოიწვია

ვრცლად
24.მაისი.2018 19:00
65

რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო ენერგორესურსებს

ვრცლად
24.მაისი.2018 18:40
123

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ახალი უფრო ჰყავს

ვრცლად
24.მაისი.2018 18:40
143

"საქართველოზე გამავალ დერეფანში ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 40%-ით ძვირია“

ვრცლად
24.მაისი.2018 18:00
141

სამინისტრო: ფრინველის ხორცთან დაკავშირებულ რეგულაციაში შეცდომაა

ვრცლად
24.მაისი.2018 16:19
118

საქართველოში 22 სლოვაკი ინვესტორი ჩამოვა

ვრცლად