მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital-ის ეკონომიკური პროგნოზები

BM.GE
04.06.21 15:03
723
საქართველოს ეკონომიკა აპრილში 44.8%-ით გაიზარდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელსაც ალბათ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვნახავთ. ერთი მიზეზი, ობიექტურად, ე.წ. საბაზო ეფექტიცაა - ლოკდაუნის პირობებში საქართველოს ეკონომიკა იმავე პერიოდში ერთი წლის წინ 16.6%-ით იყო შემცირებული - შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტად გამოჩნდა, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებში მოხდებოდა.

მეორე მხრივ, როგორც საქსტატი ირწმუნება, სწორი გაანგარიშებით და დეფლატორის სრულად გათვალისწინებით, კარგად ჩანს, რომ ეკონომიკა არა მხოლოდ პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, არამედ 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამბარის ეფექტი მუშაობს და საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ვი-ს ფორმის აღდგენის შანსი, როგორც ამას პანდემიის დასაწყისში ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ.

დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი "გალტ ენდ ტაგარტს" აქვს - 7%; მას მოსდევს მთავრობა - 6.9%; შემდეგ, ბოლო მონაცემებით, "მსოფლიო ბანკი" 4%-ით და შემდეგ უკვე "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" და "ეიდიბი", ერთმანეთის იდენტური 3.5%-ით. რას ფიქრობს ამ თემაზე თიბისი კაპიტალი?

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისი, მთავარი ეკონომისტი.