მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი ინვესტიციების ვარდნას, მსხვილი პროექტის დასრულებას უკავშირებს

5c0e77520a839
თამუნა დემეტრაშვილი
10.12.18 18:22
623
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას, გაზსადენის მსხვილი პროექტის დასრულებას უკავშირებს. მისი თქმით, 2017 წელს ქვეყანას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა, რაც დაკავშირებული იყო გაზსადენის პროექტთან.

"ასეთი დიდი პროექტები იწვევენ ზოგჯერ გადახრებს. წელს, ასეთივე მსხვილ პროექტს აღარ ველოდებოდით, ამიტომ ეს ვარდნა მოსალოდნელი იყო. ეს არც არის ვარდნა, ამიტომ 2017 წელს კი არ უნდა შევადაროთ, არამედ, რამდენიმე წინა წელს,"- განაცხადა ქპბულიამ.

მისი თქმით, თუ არსებულ მაჩვენებლებს გაზსადენის პროექტს გამოვაკლებთ, "არანაირი დიდი ვარცდნაც არ იქნება”. ,,ეს არ არის საქართველოს ეკონომიკის პროექტი, ეს არის აზერბაიჯანის გაზის გადაზიდვის პროექტი,"- ამბობს ქობულია. 

საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) მცირდება, 2018 წლის 9 თვეში FDI-ის სახით სულ $998 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 27%-ით ნაკლებია. ინვესტიციების განსაკუთრებული შემცირება სატრანსპორტო, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებში შეიმჩნევა.