14.მარტი.2019 15:32
ეკონომიკა

ეკატერინე გალდავა: წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების 7 მასშტაბური პროექტი დასრულდება

ეკატერინე გალდავა: წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების 7 მასშტაბური პროექტი დასრულდება
"მიმდინარე წელს კომპანია საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს დაასრულებს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით. ეს არის ზუგდიდის წყალი, აბაშისა და ჯვარის წყალმომარაგება, ასევე უნდა დასრულდეს ანაკლიაში ორი მიმდინარე პროექტი და ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, აუცილებლად უნდა დავასრულოთ ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი’’, - ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ გადაცემა ,,საქმიან დილის'' პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კომპანიის დირექტორმა ამ პროცესში საერთაშორისო საფინანასო ინსტიტუტების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ახალი დონორი ორგანიზაციების ჩართულობაზეც ისაუბრა.

,,სასესხო ხელშეკრულება, რომელიც აზიის განვითარების ბანკთან არის დადებული სრულდება 2021 წელს, რაც ნიშნავს იმას რომ პროექტები რომლებიც დაწყებულია უნდა დასრულდეს ამ პერიოდში. აზიის განვითარების ბანკის გარდა, გვყავს სხვა პარტნიორებიც, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკი, ასევე ახალი პარტნიორი საფრანგეთის განვითარების სააგენტო შემოდის ჩვენ ბაზარზე. ყველანაირად ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პირობები, რომ არამარტო კონტრაქტორტან, თუნდაც ქვეკოტრაქტორის მხიდანაც არსებობდეს ქართული კომპანია, რომელიც შეძლებს სრულფასოვნად განახორციელოს სამუშაოები და პირველ რიგში, დაასაქმოს ჩვენი მოსახლეობა“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისივე თქმით, პროექტებთან ერთად კეთდება ინვენტარიზაცია არსებული აქტივების, რომელიც 2010 წლიდან კომპანიაში არ განხორციელებულა.

„ამ ყველაფრის პარალელურად, კომპანიამ ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო. 8000 კმ მილი, რომელიც საქართველოში არსებობს, აქედან მხოლოდ 1000 კმ არის რეაბილიტირებული. გვაქვს 250 საათავე ნაგებობა და დაახლოებით 100 -მდეა რეაბილიტირებული. ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ გვაქვს სრული პაკეტი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა, რაც მოიცავს წყალმომარაგებას, წყალარინებას და ასევე გამწმენდ ნაგებობებს. გამწმნდი ნაგეობები არის საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი ობიექტები ოპერირებისთვის. ეს ნაგებობები გვაქვს ანაკლიასა და ურეკში, ასევე ვაშენებთ ფოთსა და ზუგდიდში. შესრულებული სამუშაოების 35% არის განხორციელებული კომპანიის მიერ და ძალიან ბევრი რამე კიდევ გასაკეთებელი’’, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.



22.მარტი.2019 01:04
135

“Conti უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ პროექტის წარმატება მიღწეული იქნებოდა, დღეს მას ვერ ვხედავთ” - ცქიტიშვილი

ვრცლად
22.მარტი.2019 01:00
89

„ყოველი ჩვენი მუშაობის დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს“

ვრცლად
22.მარტი.2019 00:10
161

„ლენდმარკ ბაკურიანი“ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტს შორის მოხვდა

ვრცლად
21.მარტი.2019 23:29
185

კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება

ვრცლად
21.მარტი.2019 23:20
73

ცქიტიშვილი: ვალდებულნი ვართ, ანაკლიის პროექტში ინვესტორის ინტერესების მხარდამჭერები

ვრცლად
21.მარტი.2019 23:14
106

დავით კირკიტაძე: ვილნიუსის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი მთაწმინდაზე უპრეცედენტოა

ვრცლად