მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EIA-მ ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა

5a313ca562af6
BM.GE
13.12.17 18:42
1274
აშშ-ის ენერგეტიკულმა საინფორმაციო სააგენტომ (EIA) გაზარდა WTI და Brent მარკის ნავთობის ფასის პროგნოზი მიმდინარე და მომავალი წლისათვის.

სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2017 წელს Brent მარკის ნავთობის ფასი შეადგენს 53,88 დოლარს/ბარელზე. პროგნოზი გაზრდილია ნოემბრის თვის შეფასებასთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 53,01 დოლარს/ბარელზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2018 წელს სააგენტო პროგნოზირებს Brent მარკის ნავთობის საშუალო ფასს 57,26 დოლარის ფარგლებში ბარელზე, რაც აღემატება ნოემბრის თვის პროგნოზს, რომელიც შეადგენდა 55,61 დოლარს/ბარელზე.

ასევე გაზრდილია WTI მარკის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი 2017 წლისთვის 50,56 დოლარამდე/ბარელზე 49,7 დოლარიდან/ბარელზე, ხოლო 2018 წლისთვის - 52,77 დოლარამდე/ბარელზე ნოემბრის თვის პორგნოზის 51,04 დოლარიდან/ბარელზე.

EIA-მა უცვლელი დატოვა ამასთან 2017 წელს აშშ-ში ნავთობის მოპოვების პროგნოზი 9,2 მილიონი ბარელის ფარგლებში/დღე-ღამეში. სააგენტოს პროგნოზით 2018 წელს ქვეყანაში ნავთობის მოპოვება შეადგენს 10 მლნ ბარელს/დღე-ღამეში, რაც აღემატება ნოემბრის თვის პროგნოზს (9,9 მლნ ბარელი/დღე-ღამეში).