მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის გამო ქართველ ტურისტებს ჯავშნები არ გაუუქმებიათ

5971c847c3bc5
სალომე მეცხვარიშვილი
21.07.17 14:06
1325
ეგეოსის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის გამო ქართველ ტურისტებს ჯავშნები თურქეთსა და საბერძნეთში არ გაუუქმებიათ. ამის შესახებ "საქმის კურსის" მიერ გამოკითხული ტურისტული ოპერატორები აცხადებენ.

ტურკომპანია Interco-ში აცხადებენ, რომ მიწისძვრის გამო პანიკური ზარები არ ყოფილა და არც ჯავშნების გაუქმების გადაწყვეტილება მიუღია ქართველ მომხმარებელს.
იმავეს აცხადებენ, კომპანია Good travel-შიც. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დამატებითი კითხვები მათს მომხმარებელს არ გასჩენია.

ტუროპერატორ Go 365 –ში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ წელს ქართველ დამსვენებელს შორის თურქეთის მიმართულებით სწორედ ბოდრუმი სარგებლობს დიდი პოპულარობით. მიუხედავად ამისა, კომპანიაში ზარები ჯერ არ შესულა.

"ამ ეტაპზე ბოდრუმსა და მარმარისში არ გვყავდა დამსვენებელი, დანარჩენ რაიონებში კი მცირედი ბიძგები იგრძნობოდა და პანიკის საფუძველი არ ყოფილა. რაც შეეხება ჯავშანს, ბოდრუმის ჯავშნები აგვისტოს თვეში გვაქვს, მაგრამ არ დაურეკავთ მგზავრებს. მიწისძვრა ბუნებრივი მოვლენაა და ვერავინ განსაზღვრავს განმეორდება თუ არა, ამიტომ არ მგონია, რომ ამას გავლენა ჰქონდეს მომხმარებლლის გადაწყვეტილებაზე",- აცხადებენ კომპანიაში.

ეგეოსის ზღვაში გუშინ ღამით 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც თურქეთისა და საბერძნეთის რამდენიმე კურორტი დააზარალა. დაშავდა დაახლოებით 70 ადამიანი, ვრცელდება ინფორმაცია 2 ადამიანის დაღუპვის შესახებაც.