08.აპრილი.2016 18:23
ეკონომიკა

ეფრემ ურუმაშვილი: საგადასახადო ამნისტია უფრო თამამი უნდა ყოფილიყო

ეფრემ ურუმაშვილი: საგადასახადო ამნისტია უფრო თამამი უნდა ყოფილიყო
"საარჩევნო წელი ქართველი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი იცდიან", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში, იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორმა, ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა. მისი თქმით, ბიზნესის საარჩევნო ციკლის დასრულებას ელოდება და გააქტიურებასაც სწორედ არჩევნების შემდეგ აპირებს.
 
როგორც ურუმაშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული საგადასახადო ამნისტია, მეტად თამამი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ 2010 წლამდე, არამედ 2013 წლამდე პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერას უნდა მოიცავდეს.

"ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს ბიზნესს, რომ უფრო აქტიური გახდეს უკვე წლევანდელი წლიდან და თავისი აქტივობით ქვეყნის ეკონომიკა უკვე წლევანდელი წლიდან განავითაროს და არ დაველოდოთ არჩევნების შემდგომ პერიოდს.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ბოლო 25 წლის მანძილზე არცერთი საგადასახადო ამნისტია არ მიუღია. ერთადერთი საგადასახადო ამნისტიის მსგავსი ფინანსური ამნისტია იყო მიღებული 2004 წლის დეკემბერში, რომლითაც არცერთ ბიზნესმენს არ უსარგებლია. დამერწმუნეთ, რომ საგადასახადო ამნისტია ეს არ არის რაღაცის პატიება, ეს არის კონკრეტულად შანსი, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას უფრო მეტი განვითარება მიეცეს.

დამერწმუნეთ, რომ ეს სერიოზული წინამძღვარი იქნება, რომ 2016 წლიდანვე იქნება მყარი საფუძველი იმის, რომ 2016 და 2017 წლები, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის სერიოზული წინსვლის წლები იქნება", - განაცხადა ურუმაშვილმა.



16.თებერვალი.2019 20:10
1160

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1285

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1420

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1525

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1870

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
934

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად