27.აპრილი.2016 17:25
ეკონომიკა

ეფრემ ურუმაშვილი: ბლოკჩეინი უნიკალური სისტემაა, რომელიც კორუფციას სპობს

ეფრემ ურუმაშვილი: ბლოკჩეინი უნიკალური სისტემაა, რომელიც კორუფციას სპობს
საქართველოში ქონების ბლოკჩეინ სისტემით რეგისტრაციის საპილოტე პროექტი დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციისთვის მსოფლიოს უახლეს ბლოკჩეინ სისტემას გამოიყენებს. შესაბამის მემორანდუმს საჯარო რეესტრსა და BitFury Group-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.

პროექტზე "ბიზნესკონტაქტთან" იურიდიული კომპანია "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი და ფინანსისტი, ეფრემ ურუმაშვილი საუბრობს.

- ინოვაციური მიმართულების გამოყენებით, ქვეყნაში ქონების რეგისტრაციის საფასური 95 %-ით შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კონცეფციურად ამ ყველაფრის პრაქტიკაში გატარებას როდიდან უნდა ველოდოთ?

- საქართველოს შემთხვევაში, ბლოკჩეინ პლატფორმა გულისხმობს თავდაპირველ ეტაპზე უძრავი ქონების ოპერაციების აღრიცხვას. პირველია ამ პლატფორმის დაცულობა, მეორე ეს არის ოპერაციების განხორციელების სისწრაფე და მესამეა - ხარჯების მინიმიზება. საქართველოს მთავრობას ბლოკჩეინ პლატფორმას ამ შემთხვევაში სთავაზობს BitFury Group-ი.

ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან უკვე მოცემულ მომენტში ვთანამშრომლობთ. უახლოეს მომავალში სამუშაოების ჩამოყალიბება და პრაქტიკაში დანერგვა მოხდება.

- შესაძლოა თუ არა, რომ ახლო მომავალში უძრავ ქონებას სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება დაემატოს?

- ეს პირველი საპილოტე პროგრამაა, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკჩეინთან თანამშრომლობის პროგრამას იწყებს. იქ ხაზგასმულია ის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბლოკჩეინთან აფორმებს მემორანდუმს, რომელიც საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით პირველი საცდელი ვარიანტი დაიწყოს. თვითონ ბლოკჩეინ პლატფორმა არის პლატფორმა, სადაც ყველა ის ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს, რაც აღრიცხვადია, დაწყებული უძრავი ქონებიდან, ფასიანი ქაღალდებით, დამთავრებული ნებისმიერი სახის ეკონომიკური ქმედებით, რასაც შესაძლოა სააღრიცხვო ფუნქცია მიენიჭოს. სწორედ ეს არის ბლოკჩეინის უნიკალურობა რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაფერი ერთ ბაზაში იყრის თავს. პროგრამა საკმაოდ დაცული იქნება, არაკანონიერ ოპერაციებს ვერავინ განახორციელებს, კორუფციის ელემენტები მინიმანიზებულია ბოლომდე. საუკუნის გამოწვევაა ის, რომ ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს.

- რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და ხომ არ არსებობს რისკი, რომ მაგალითად, ამ საპილოტე პროგრამამ ამ ეტაპზე არ გაამართლოს?

- მე ამ მიმართულებას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი, რომელსაც სახელმწიფოები იყენებენ და მეორე მიმართულება, რომელსაც ბიზნესი იყენებს. ამერიკა, ინგლისი, გერმანია, იაპონია, ავსტრალია თავიანთ საჯარო სექტორში არსებულ სააღრიცხვო სისტემებს ნელ-ნელა ბლოკჩეინ პლატფორმაზე აწყობე. გერმანიის მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მათთან ასეთი სისტემის დანერგვა დაიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა განვითარებული ეკონომიკა ბლოკჩეინ პლატფორმას მოერგება. ბლოკჩეინი უკვე მსხვილი ეკონომიკების მიერ აღიარებულია და მის სანდოობაში ეჭვი არ ეპარებათ.

- როდესაც საჯაროო რეესტრთან ასეთი პლატფორმების განხორციელება ხდება, რამდენად იქნება ეს ყველაფერი მოცულობითი და რისკ ფაქტორი ხომ არ იქნება ის, რომ საზოგადოებაში ცნობადობა არც თუ ისე მაღალია ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და ამ ყველაფრისთვის ჯერ ნიადაგი ხომ არ არის შესამზადებელი?

- BitFury Group-ი ზუსტად ამ კუთხით მუშაობს და საპილოტე პროგრამას ახორციელებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მოცემული პროგრამის რაობა და სიკეთეები საზოგადოებას წარვუდგინოთ და ავუხსნათ თუ რა მოგვცა ამ უძრავი ქონების აღრიცხვის საპილოტე ვერსიამ.

ბიზნესს რაც შეეხება, მან ბლოკჩეინ პლატფორმა საკმაოდ აქტიურად მიიღო. ავსტრალიის საფონდო ბირჟა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეთორმეტეა, მთლიანად ბლოკჩეინ სისტემაზე გადავიდა და ყველა მსხვილი ევროპული ბანკი, მათ შორის ამერიკული ბანკი აღიარებს იმას, რომ მათი სააღრიცხვო სისტემები მოძველებულია. ეს უნიკალური სისტემაა და მასზე ათეული მილიონი დოლარი იხარჯება, რომ ამ პლატფორმის შესაძლებლობები გამოკვლეული იქნეს.

- როგორც ცნობილია, ბლოკჩეინ პლატფორმის ადაპტირება ოდესაში ხდება...

- მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ ბლოკჩეინი უნიკალური სისტემაა, რომელიც კორუფციას სპობს, სააღრიცხვო სისტემას აიაფებს, დაცულს ხდის და ეს მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია ისეთივე, როგორიც თავის დროზე ინტერნეტი იყო. ამის უარყოფა დღეს შეუძლებელია. ამის წინააღმდეგ საუბარი დაახლოებით იგივეა, რომ ინტერნეტი არ ვარგა. ინტერნეტი არ ვარგა კი იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად ინფორმაციის მიღების საშუალება არ ვარგა. ბლოკჩეინი მომავლის ტექნოლოგიაა, რომელსაც აღიარებენ ოდესაშიც, ბერლინშიც, ლონდონშიც სიდნეიშიც, ტოკიოშიც და საამაყოდ ვიტყვი, რომ მათ შორის საქართველოშიც.



18.ნოემბერი.2018 18:35
1217

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

ვრცლად
18.ნოემბერი.2018 17:59
292

გიორგი ქობულია-ფერმერებს: „იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:20
567

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
166

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
139

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
208

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად