11.აპრილი.2016 15:13
ეკონომიკა

EBRD-თან ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

EBRD-თან ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბანკის წარმომადგენლებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას.
 
საუბარი შეეხო EBRD-ის ახალ, 4-წლიან სტრატეგიას საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ყველა მიმართულებას, მათ შორისაა, კერძო სექტორის წახალისება და მხარდაჭერა, ენერგოდამოუკიდებლობა და დივერსიფიკაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამჟამად, EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი პროგრამების დაფინანსებას როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას.

შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.



20.სექტემბერი.2018 10:00
31

გიორგი ხიშტოვანი: ანტიდემპინგური კანონმდებლობა ჩვენ არ გვჭირდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:30
262

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
327

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
78

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
261

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად