მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD სახელმწიფო შესყიდვების წესში ცვლილებებს აკრიტიკებს

59c0f92b55974
სალომე მეცხვარიშვილი
19.09.17 15:40
2625
EBRD სახელმწიფო შესყიდვებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას აკრიტიკებს. როგორც "საქმის კურსს" შესყიდვების სფეროში EBRD-ის წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ განუცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესს ღია ბაზარი და ფინანსებთან ხელმისაწვდომობა სჭირდება და არა პრივილეგიები. ასე უპასუხა EBRD-ის წარმომადგენელმა "საქმის კურსის" შეკითხვას, უნდა დააწესოს თუ არა ხელისუფლებამ 10%-იანი შეღავათი ტენდერებში ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის.

"ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პროვილეგიები იყოს დაწესებული მათს სასასრგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები",- განაცხადა ელიზა ნიევიადომსკამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათი წესდება - ქართული კომპანიები ტენდერებში 10%-იანი შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ საკითხს მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.