16.მაისი.2018 17:11
საფინანსო სექტორი

EBRD საგარანტიო ფონდის შექმნას ემხრობა

EBRD საგარანტიო ფონდის შექმნას ემხრობა
EBRD-ს მოსწონს მთავრობის გადაწყვეტილება საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სესხის აღების დროს თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ ყველა მსგავსი პროექტები საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„საგარანტიო ფონდთან დაკავშირებით დეტალების საქმის კურსში არ ვარ, თუმცა, ყველა ფონდი, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მისაღებია. მე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მქონია საუბარი სხვადასხვა თემაზე და ვიცი, რომ ის ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასე, რომ ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე იქნება ძალიან კარგი გაგრძელება იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც უკვე მუშაობს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში“,- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



24.მაისი.2018 20:00
118

რა მოგება მიიღო საქართველოს საფონდო ბირჟამ 2017 წელს

ვრცლად
24.მაისი.2018 14:36
111

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,48 ლარად ივაჭრება

ვრცლად
23.მაისი.2018 18:00
158

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზარეს" რეგისტრაცია გაუუქმდა

ვრცლად
23.მაისი.2018 13:16
79

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად
22.მაისი.2018 18:15
953

ბანკებისთვის უძრავი ქონების შეფასების ახალი ინსტრუქცია ამოქმედდება

ვრცლად
22.მაისი.2018 15:45
193

ეროვნულმა ბანკმა "პირველ საკრედიტო კავშირს” საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა

ვრცლად