მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD: რუსული სანქციები თურქეთს ძვირი დაუჯდება

5666cbbb92c8b
BM.GE
08.12.15 16:20
1321
რუსული სანქციები თურქეთის ეკონომიკას შესაძლოა ძვირი დაუჯდეს. პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტებმა გააკეთეს. მათი გამოთვლებით, რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალ წელს შესაძლოა 0.3-დან 0.7 პროცენტამდე შეამციროს. მაქსიმალურ ზეგავლენას ეს სანქციები მომავალი წლის მეორე ნახევარში თურქეთის ტურიზმის ინდუსტრიაზე მოახდენს, მიაჩნიათ ევრობანკის ექსპერტებს. ამასთან, შეზღუდვების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე უმნიშვნელო იქნება და აისახება ფასების ზრდაში იმპორტულ საქონელზე და შესაბამისად ინფლაციის დაჩქარებაში. ბანკის ექსპერტები, ეკონომიკური სანქციების შემდგომ გამკაცრებას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ, თუმცა სრულად არ გამორიცხავენ.