14.იანვარი.2016 14:01
მსოფლიო

EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2015 წელს 9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა

EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2015 წელს  9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა
EBRD-მა მსოფლიო ინვესტიციები 2014 წლის 8,9 მილიარდი ევროდან 2015 ში 9,4 მილიარდ ევრომდე გაზარდა. ზრდა 5,6% იანია. EBRD ის ინვესტიციებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია იმის ფონზე, რომ განვითარებადი ბაზრების კაპიტალი დარტყმის ქვეშ იყო და შემცირდა კომერციული ბანკების ინვესტიციები განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში-განმარტავს ბანკი.
 
საერთო ჯამში EBRD -მა 2015 წელს დააფინანსა 381 პროექტი 30 მდე ქვეყანაში, მათ შორის მაროკოში, ეგვიპტეში და მონღოლეთში.

“EBRD მა შთამბეჭდავი შედეგები წარმოადგინა, ბიზნესისათვის შექმნილი პრობლემების უგულებელყოფით და ისევ უპასუხა საჭირო ქვეყნების მოთხოვნებს სადაც ჩენ ვმოღვაწეობთ“- განაცხადა სუმა ჩაკრაბატმა.

ბანკმა წმინა შემოსავალი წლის ბოლოს მიღებული შედეგებით 0,8 მილიარდი ევრო მიიღო.

გასულ წელს EBRD ის ყველაზე მოცულობითი რესურსების მიმღები გახდა თურქეთი (1,4 მილიადრი ევროდან 1,9 მილიარდ ევრომდე), ამ რეიტინგით მეორე უკრაინაა, რომელმაც EBRD-სგან 1 მილიარდი ევროს ინვესტიცია მიიღო. ყაზახთში EBRD-ის ინვესტიცია 2015 წელს 576 მილიონი ევროდან 708 მილიონ ევრომდე გაიზარდა, პოლონეთში 593 მილიონი ევროდან 647 მილიონ ევრომდე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში 1 მილიარდი ევროდან 1,5 მილიარდ ევრომდე.



20.მარტი.2019 00:15
1530

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
1863

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
1906

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 18:40
623

დუბაიში დაბალბიუჯეტურ სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.მარტი.2019 11:00
1154

როგორი იქნება Samsung-ის "მოქნილი" სმარტფონი

ვრცლად
19.მარტი.2019 00:10
2020

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა 24 საათში $6.1 მილიონი შემოწირულობა მიიღო

ვრცლად