მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD $400 მილიონს გამოყოფს სუფთა ენერგიაში ინვესტიციისთვის

5b02e79fbe09f
ლევან თაღიაშვილი
21.05.18 20:10
1278

EBRD 10 ქვეყანას ჯამში 400 მილიონ დოლარს გამოუყოფს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებისთვის საჭირო ინვესტიციებისთვის. 300 მილიონი დოლარით ბენეფიციარებს, უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს, 100 მილიონი დოლარი კი "მწვანე კლიმატის ფონდიდან" გამოიყოფა. სიაში შედიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საქართველო, სომხეთი, ეგვიპტე, იორდანია, მოლდოვა, მონღოლეთი, მაროკო, სერბეთი, ტაჯიკეთი, და ტუნისი.

პროექტი ფინანსურად უზრუნველყოფს და კვალიფიკაციას აუმაღლებს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს. ის გათვალისწინებული იქნება ბიზნეს სექტორისთვის, კერძო პირებისთვის, მიმწოდებლებისთვის, სერვის ცენტრებისთვის, მუნიციპალური სამსახურის კომპანიებისთვის და სხვა.

პროექტი 13,000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის პროექტს დააფინანსებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მრეწველობა, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ