13.მარტი.2018 14:26
ეკონომიკა

EBRD: რუსთავის აზოტისთვის მეტ მხარდაჭერას აღარ განვიხილავთ

EBRD:  რუსთავის აზოტისთვის მეტ მხარდაჭერას აღარ განვიხილავთ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა აცხადებს, რომ „რუსთავის აზოტს“ დაფინანსებას აღარ გამოუყოფენ.

"როგორც იცით, განვიხილავდით რუსთავის აზოტის დაფინანსებას. თუმცა, იმდროინდელ სასუქის ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ეს მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ იყო. ახლა აღარ განვიხილავთ კომპანიისთვის მეტ მხარდაჭერას, ყველაფერთად ერთად ამიაკის სასუქის ფასმა საკმაო მოიმატა და ამ დროისთვის კომპანია საკმაოდ მომგებიანია",- აცხადებს ბალვანერა.

შეგახსენებთ, რომ "ლოიან კაპიტალ ჯგუფში" შემავალ საწარმოს რუსთავის აზოტსა და ევრობანკს შორის შეთანხმებას ხელი ზაფხულში მოეწერა. 55 მილიონიანი ფინანსირების პაკეტი ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანია "რუსთავის აზოტის" ამიაკის ხაზის წარმოებას და რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. 155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემდა, ხოლო 30 მილიონს საქართველოს ბანკი.

EBRD-ის მიერ გაცემული 125 მილიონიდან, 50 მილიონი EBRD-ის საკუთარი სახსრები იყო, 25 მილიონი ჰოლანდიური ბანკი FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



18.ივნისი.2018 19:40
97

"მამუკა ბახტაძე იყო ერთადერთი, ვინც საბანკო სექტორის შესახებ ხმამაღლა განაცხადა"

ვრცლად
18.ივნისი.2018 19:00
95

"მნიშვნელოვანი არა სამინისტროების გაერთიანება, არამედ მათი ფუნქციონალურად შერწყმაა"

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:39
42

სადაზღვევო სექტორი განახლებულ მთავრობასთან კონსულტაციებს გეგმავს

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:13
392

სამინისტროები, რომლებიც შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

ვრცლად
18.ივნისი.2018 18:00
218

მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში ანაკლიის პორტიც მოხვდა

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:28
825

ბახტაძის პროგრამა: შეიზღუდება სახელმწიფო ავტოპარკი

ვრცლად