17.მარტი.2016 12:19
ბიზნესი, ექსკლუზივი

ებრაელი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს დაეხმარება

ებრაელი ინვესტორი ქართულ სტარტაპებს დაეხმარება
ქართულ ბაზარზე მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ამერიკული კომპანია Product Savvy შემოვიდა. ეს კომპანია დაარსებულია ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების ვეტერანი გუნდის მიერ, რომელიც პარტნიორობას უწევს ახალ კომპანიებს ე.წ სტარტაპებს და ეხმარება მათ განვითარებასა და შემდეგ ეტაპზე გადასვლაში. "Product Savvy" ერთ-ერთი პირველი უცხოური კომპანიაა, რომელმაც დაარსა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე მომუშავე გუნდი საქართველოში, როგორც ამერიკული კომპანიის შვილობილი კომპანია.

Product Savvy-ს დამფუძნებელი ჯონათან კასპერი ექსკლუზიურად "ბიზნესკონტაქტს" ესაუბრა მათ გამოცდილებაზე და გეგმებზე საქართველოში.

"ჩემი მიზანი იყო ისეთი კამპანია წამომეწყო, რომელიც სტარტაპების პრობლემებს მოაგვარებდა. ერთერთი მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ კავშირი ბიზნესისა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს შორის ფაქტობრივად არ არსებობს და ძალიან ხშირად სტარტაპების წარუმატებლობის მიზეზიც ეს ხდება. ჩვენ ვაშენებთ ეგრეთწოდებულ ხიდს ამ ორ მხარეს შორის. პირველი 9 წლის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლად ვმუშაობდით ნიუ-იორკში, მერილენდში, ვირჯინიაში და ა.შ. დღეისათვის დაახლოებით 30 იდან 40 მდე კლინტი გვყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი არიან ავსტრალიიიდან, ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და კიდევ სხვა მრავალი ქვეყნიდან. გარკვეულ ეტაპზე ჩვენ უკვე დავიწყეთ დეველოპერების მოძიება. რაც ძალიან გვაინტერესებდა და გვაშფოთებდა იყო ის, ყავდა თუ არა საქართველოს ტალანტები ინჟინერიის მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - აცხადებს ჯონათან კასპერი.

ჯონათან კასპერი ისრაელის გამოცდილებაზეც გვესაუბრა და საქართველოს მსოფლიო ბაზრებისთვის გათვლილი პროდუქტების შექმნისკენ მოუწოდა.

"ისრაელმა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და სოფლის მეურნეობის ქვეყნიდან სტარტაპ ქვეყანად გადაიქცა. მიზეზი რამაც ეს განაპირობა იყო ის, რომ ისრაელმა გააცნობიერა მთავარი რამ: თუ რაიმეს აკეთებ ახალს, ის არამც და არამც არუნდა გააკეთო ადგილობრივი ბაზრისთვის. ადგილობრივი ბაზარზე ორიენტირებულობა ამართლებს მაგალითად ექსპერიმენტული აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც შენ გაქვს ჩამოყალიბებული იდეა, შენ ის აუცილებლად მსოფლიოს ბაზარზე უნდა გათვალო. ჩვენთვის ასეთი იყო ამერიკა, თუმცა დღეს საქართველოს შემთხვევაში თქვენთვის ამერიკის გარდა ასევე ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების ბაზარი. მთავარი, რაც ჩვენ გავაცნობიერეთ იყო ის, რომ პრიორიტეტად ავირჩიეთ პროგრამული უზრუნველყოფა და არა ტექნიკური უზრუნველყოფა. ტექნიკის შიფინგისთვის საჭიროა დამატებითი ხარჯები, მაგრამ მაგალითად, windows -ის მიწოდებისთვის ღილაკზე ერთი თითის დაჭერაც საკმარისია", - განაცხადა ჯონათან კასპერმა".

ამერიკული კომპანია Product Savvy-ს დამფუძნებელი მზადაა სტარტაპების განვითარების საქმეში ქართულ მხარეს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ და ამ მიზნით საქართველოს მთავრობასთანაც ითანამშრომლონ.

"რასაკვირველია ჩვენ დაინტერესებულები ვართ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. თუ არის ისეთი საკითხი, რაშიც ჩვენ დახმარება შეგვიძლია, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ინვესტორებთან დაკავშირების თვალსაზრისით, თუნდაც როგორ დაიწყონ სტარტაპებმა ყველაფერი ნულიდან. ინვესტიციების მოზიდვას რაც შეეხება, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი გამიჭირდება. ერთადერთი, რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ აქაურ შესაძლებლობებს ძალიან დადებითად ვაფასებთ და რასაკვირველია გვაქვს მზაობა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. ამ კვირაში ჩვენ ინფორმაციული ხასიათის 2 სესიას შევთავაზებთ მათ", -განაცხადა კასპერმა.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



16.ნოემბერი.2018 19:00
974

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1145

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
101

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
217

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:34
180

TI: კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ

ვრცლად