მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ebg.ge – eBay-ს ქართული პარტნიორი კომპანია

59da497bd7ef5
სალომე ჭიპაშვილი
08.10.17 20:00
34491
მილიარდზე მეტი პროდუქტი და მილიონ ლარზე მეტის გაყიდვები - ეს მონაცემები ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი ქსელის eBay-ს ქართულ პარტნიორს ebg.ge-ს ეკუთვნის. სავაჭრო პლატფორმა ქართველ მომხმარებელს საშუალებას აძლევს ebay-ზე არსებული პროდუქტი სწრაფად და მარტივად მიიღოს. 2-წლიანი მუშაობის შედეგებზე bm.ge-სთან „ი-ბი-ჯი“-ს აღმასრულებელი მენეჯერი, გიორგი მელაძე საუბრობს.

- როდის გაგიჩნდათ ამ ბიზნესის დაწყების იდეა და როგორ მოხდა ebay-სთან შეთანხმება?

- ზოგადად, Amazon-დან, eBay-დან და მსგავსი ონლაინ საიტებიდან გამოწერა ვრცელ და რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც მომხმარებლისთვის დისკომფორტს ქმნის და გარკვეულ ნაწილს, სასურველი ნივთის შეძენის სურვილსაც კი უკარგავს. ხშირად გვესმოდა კითხვებიც, როგორ გამოვწეროთ ესა თუ ის ნივთი, დახმარება ხომ არ შეგიძლიათ და ა.შ ასეთი ადამიანების რიცხვი არ იყო მცირე და ბაზარზე გამარტივებული სერვისის არსებობას ითხოვდა. ასე დაიბადა ამ ბიზნესის იდეა. ჩამოვაყალიბეთ ebg.ge-ს პირველი პროტოტიპი, რომელიც ყველა არსებული პრობლემატიკის გადაჭრას და მომხმარებლითვის სასურველი სერვისის შექმნას ისახავდა მიზნად. თავიდან წარმოუდგენლად მიგვაჩნდა eBay-სთან თანამშრომლობა და ასეთი ფართო ქსელის შექმნა, თუმცა მონდომების და შრომის შედეგად 2015 წელს მივიღეთ eBay-ს პროგრამული უზრუნველყოფა.

- როგორია ვებ-გვერდის მუშაობის პრინციპი და რა ღირს თქვენი მომსახურება?

- ჩვენი ვებ-გვერდის მუშაობის მთავარი პრინციპი - სიმარტივე, საუკეთესო ფასები და მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების სერვისია. ჩვენთან ნივთის შეძენისას მომხმარებელს არ უწევს უცხოურ ენოვან საიტზე რეგისტრაცია, შესაბამის გადახდის სისტემაში რეგისტრაცია, კონვერტაცია, საშუამავლო გადამზიდი კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაცია, მისამართების მითითება, ამანათების დეკლარირება და შემდგომი პრობლემების მოგვარება. იბიჯიზე ეს ყველაფერი 3 მოქმედებაში ხდება, რეგისტრაცია, ბალანსის შევსება (ბარათით ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატით) და “ყიდვის” ღილაკზე დაჭერა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველ მომხმარებელს ამანათის გამოწერა განვადებითაც შეუძლია. რაც შეეხება ფასებს, ჩვენს სავაჭრო პლატფორმაზე eBay-ს ანალოგიურია, ხოლო პრაიმ კატეგორიის პროდუქციის ფასი ბაზარზე საუკეთესოა. თბილისის გარდა პროდუქტის მიწოდება საქართველოს მასშტაბით 40 რეგიონში ხდება, ტრანსპორტირების ღირებულება კი 100გრ-ზე 0,80 დოლარის ექვივალენტს ლარებში შეადგენს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც ნივთის სრულ ტრასნპრტირებაზე იღებს პასუხისმგებლობას (გამყიდველიდან მყიდველამდე) და მომხმარებელს მის სრულ კმაყოფილებამდე კვალიფიციურ სერვისს სთავაზობს. დღეისთვის EBG.ge-ს თვეში 250 ათასზე მეტი ვიზიტორი ყავს და როგორც უკვე აღინიშნა წელიწადში მილიონ ლარზე მეტის გაყიდვას ახორციელებს. ეს ციფრები კი თვიდან თვემდე იზრდება.

- როგორ მოახერხეთ მომხმარებლის ნდობის მოპოვება?

- სირთულეები რა თქმა უნდა იყო, თუმცა არა გადაულახავი. მთავარი სირთულე მაინც მომხმარებლის ნდობის მოპოვება იყო, ეს კი იმით მოვახერხეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღეთ, ანუ მომხმარებელი არცერთ შემთხვევაში არ ზარალდება. მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? გეგმავთ თუ არა ebay-ს მსგავს სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას?

- პირველ რიგში მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა თქვენი მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისი გაგვეცნო, ვიფიქრობ ეს ინფორმაცია დროის და ფინანსების მნიშვნელოვან დანაზოგს მოუტანს თქვენ მკითხველს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სერვისის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების შეთავაზებაზე, თუმცა უახლოესი პერიოდის მთავარი სიახლე პრაიმ კატეგორიის პროდუქციის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენთით და დახვეწილი სერვისით შეთავაზება იქნება. შეგახსენებთ, რომ პრაიმ პროდუქცია უკვე საქართველოშია და მიწოდების სისწრაფით (24 საათში) და ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო ფასებით გამოირჩევა.