მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

eAuction.ge-ზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს

5979cbd5d5601
BM.GE
27.07.17 15:16
2659
ვებგვერდზე eAuction.ge გადახდა გამარტივდა. ვებგვერდის საგადახდო სისტემას სს ,,ტერაბანკი“ შემოუერთდა. www.eAuction.ge-ს მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ტერაბანკის ვიზა ბარათებითაც განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.

დღეის მდგომარეობით ვებგვერდზე 5 კომერციული ბანკის ელექტრონული კომერცია მოქმედებს:

• ლიბერთი ბანკი
• საქართველოს ბანკი
• თიბისი ბანკი
• ქართუ ბანკი
• ტერაბანკი

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ისარგებლოს სასურველი ბანკის მომსახურებით და გადაიხადოს აუქციონში მონაწილეობის საგარანტიო/დარჩენილი ღირებულებები, ამასთან, გადაიხადოს ვებგვერდით სარგებლობის მომსახურების თანხები.

"დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს ლიბერთი ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებით (LB PAY აპარატი), სწრაფად და მარტივად, განახორციელოს ელექტრონული აუქციონის საგარანტიო, დარჩენილი ღირებულებებისა და ვებგვერდის მომსახურების თანხების გადახდა.

LB PAY აპარატის მეშვეობით ჩასარიცხი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია 0,5 ლარიდან - 1500 ლარამდე.

სსიპ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო" განაგრძობს განვითარებას და მაქსიმალურად ამარტივებს ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ვებგვერდის eAuction.ge მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირი სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით ყიდვა/გაყიდვის სერვისით სარგებლობას შეძლებს", - განმარტავენ უწყებაში.