მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირადღირებული საფოსტო მარკები

5bc8b06bbec0a
ანუკა ჯოხაძე
18.10.18 20:27
7773
მსოფლიოში მრავალი ადამიანი სხვადახვა ნივთების კოლექციებს აკეთებს. ზოგიერთი მათგანი ძვირფასი საათებით, ძვირადღირებული ავტომობილებით ან ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითაა გატაცებული. დღეს კი მოგიყვებით ძვირადღირებული საფოსტო მარკების შესახებ, რომლის კოლექციის შეგროვებით საქართველოშიც ბევრი ადამიანია გატაცებული.

ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა ბრიტანული გვიანაა, რომლის ღირებულებაც 9 მილიონი ევროა. მარკა ბრიტანეთის გვიანამ 1856 წელს მას შემდეგ გამოუშვა, რაც ლონდონიდან მარკების მოწოდება შეყოვნდა. ნიუ-იორკში სოთბის აუქციონზე ბრიტანეთის გვიანას მიერ გამოშვებული საფოსტო მარკა ანონიმურმა მყიდველმა, 2014 წელს რეკორდულ ფასად, 9,5 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.

ყვითელი კილინგოვიკიც ერთ-ერთ ძვირადღირებულ საფოსტო მარკად ითვლება. ის 1855 წლის პირველი გამოშვების ერთ-ერთი ეგზემპლარია, რომელიც შვედეთში გამოუშვეს. შვედური უნიკუმი 1996 წელს ფელდმანის აუქციონზე 2,3 მლნ დოლარად გაიყიდა. ეს საფოსტო მარკა 2010 წელს, იგივე აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიყიდა, მაგრამ მისი ოფიციალური გასაყიდი ფასი არ გამოუცხადებიათ.

ექსპერტების თქმით, ცისფერი მავრიკის ღირებულება გაყიდვიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ახლა, მაგრამ ყველა გამოუყენებელი ცისფერი მავრიკი მუზეუმშია დაცული და გასაყიდად არ გამოაქვთ. თუმცა ამ დარგის სპეციალისტების შეფასებით, მისი ღირებულება 1 მილიონ ევროს აჭარბებს.

ცისფერი მავრიკის მსგავსად ვარდისფერი მავრიკის ღირებულებაც 1 მილიონ ევროს აჭარბებს. ამ საფოსტო მარკის 14 ეგზემპლარიდან 2 გამოუყენებელი, ხოლო 12 გამოყენებული. ამ საფოსტო მარკის ოფიციალური ღირებულება განისაზღვრა იმავე 1993 წელს, ფელდმანის აუქციონზე, როცა იგი `ცისფერ მავრიკისთან ერთად იგივე კონსორციუმმა შეიძინა.

ფერის ბადენური შეცდომა- ამ სახელწოდებით 1 მილიონი ევროთი შეფასებული საფოსტო მარკა კოლექციონერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სულ ბოლოს, გამოყენებული საფოსტო მარკა 1985 წელს დაახლოებთ 800 ათას დოლარად გაიყიდა. ამ საფოსტო მარკის გამოუყენებელი ეგზემპლარი 1919 წელს აღმოაჩინეს. იგი 2008 წელს, დევიდ ფელდმანის ფილატელისტთა აუქციონზე 1,3 მილიონ ევროდ გაიყიდა.