10.აგვისტო.2018 14:11
საზოგადოება

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილება გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეფერხებით ხორციელდება

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილება გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეფერხებით ხორციელდება
9 აგვისტოდან, საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა.

სტიქიის მომენტიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და დაინფრატსრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.

ამ ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გზაზე გამონატანებია, ხაშური-ახალციხე ვალეს გზაზე და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

სენაკი_ნოქალაქევი_ბანძა_ხონი საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე, ძლიერი წვიმის გამო, მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის შედეგად ჩამშლილი მთის მასის გამო, გზა 2 საათით ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია.

მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.

ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინფრატსრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.



21.ოქტომბერი.2018 16:58
811

რამდენი ფიზიკური პირი იხდის საქართველოში ქონების გადასახადს

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 14:15
647

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
1170

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
424

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
4146

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
100

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად