11.ოქტომბერი.2018 14:27
საზოგადოება

ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი

ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი
დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური მართვის მოწმობის ქართული მოწმობით შეცვლის ახალი წესი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ახალი რეგულაციის თანახმად, იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვარგარეთ აღებული მართვის მოწმობის საქართველოში შეცვლა, აუცილებელია, რომ იგი მართვის მოწმობის აღებამდე უწყვეტად იყოს ნამყოფი (ნაცხოვრები) მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში სულ მცირე 185 დღე, 1 წლის განმავლობაში.

„აღნიშნული რეგულაცია შეესაბამება ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივას და იგი ხელს შეუწყობს ნებისმიერი უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლის პროცესში თანაბარი მიდგომის ჩამოყალიბებას.

საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ვადიანი მართვის მოწმობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის შესაცვლელად უნდა წარადგინოს: განცხადება; საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა; კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული მართვის მოწმობის დასტური (უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის წერილობითი მიმართვა ან ცნობა, რომელიც ადასტურებს მომსახურების სააგენტოში შესაცვლელად წარმოდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის ან/და მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის არარსებობის ფაქტს); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; მართვის მოწმობის გამცემი ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ საზღვრის კვეთის შესახებ გაცემული ცნობა“, - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.



09.დეკემბერი.2018 22:03
157

ბიზნესის შეფასებით, თამბაქოს ნაწარმის გარე ხილვადობის აკრძალვის აღსრულება არასწორად ხდება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 19:38
51

”გამონაბოლქვის პრობლემა დაგვრჩება 1-2 წლის განმავლობაში მაინც“

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 16:42
120

კანონპროექტით არასრულწლოვნებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა იკრძალება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 14:01
206

გარემოს დაცვის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე ანგარიშს ამზადებს

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 12:00
80

არის თუ არა ქალი ანტერპრენიორებისთვის ინვესტიციების მოზიდვა უფრო რთული? - ენჯელ ინვესტორის მოსაზრება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 11:00
45

გამაფრთხილებელი ნიშნები: რას უყურებს ენჯელ ინვესტორი - ბრიჯიტ ბომანის რჩევები სტარტ-აპებს

ვრცლად