მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონებზე და უპილოტო ხომალდებზე დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის დანერგვა იგეგმება

5c5c1a7fa766e
ანა ჯოხაძე
07.02.19 16:20
1095
დღეს დრონების მართვის და მონიტორინგის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "სამოქალაქო ავიაციის სააგენტო"  და “საქაერონავიგაციაა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პრეზენტაციის მიზანი უპილოტო საჰაერო ხომალდების საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების გაცნობა და რეგიონში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლაა.

"ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ დრონებზე და უპილოტო ხომალდებზე დაკვირების მაღალტექნოლგიური სისტემა დავნერგოთ, რომელიც მომდევნო თვეებში იგეგმება. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ჩვენ უკვე ამ მხრივად ჩამოვყალიბდებით. იმისათვის, რომ დრონები გახდეს უფრო მოხმარებადი და მათ ნაკლებად შეექმნათ პრობლემა ნებისმიერ სივრცეში ფრენის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემის დანერგვა მოხდეს, ისე რომ ოპერატიულ რეჟიმში ხდებოდეს დრონების კონტროლი, როგორც ეს ხდება ნორმალური ავიანაკადების კონტროლისას” - ამბობს სოფო ტურაბელიძე, საქართველოს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

პრეზენტაციას კერძო და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და ასევე დრონების საჰაერო მოძრაობის და მართვის და მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიები ესწრებოდნენ. დამსწრეებმა აღნიშნული ხომალდებით საბაჟო კონტროლთან და სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე უკანანო შეღწევის პრევინციაზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულაციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა, რომლის მიზანიც დრონების ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაა. ამ პროცესში კი დრონების ოპერატორები და მესაკუთრეებიც არიან ჩართულნი.