მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპის შემოსავლები მცირდება

5b4c6a551b816
ანუკა ჯოხაძე
16.07.18 13:49
740
რუსული Forbes ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია რომ პრეზიდენტის ბიზნესი საფრთხის ქვეშაა, მცირდება მისი შემოსავლები, პარტნიორები კი მასიურად წყვეტენ მასთან კონტრაქტებს.

წლების განმავლობაში დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე მილიონობით ამერიკული დოლარის გამომუშავება შეძლო. სასტუმრო კომოდორი, ტრამპ თაუერი, ამერიკის გოლფის მოედნები და კლუბი ეს ყველაფერი სწორედ მის სახელთან ასოცირდება. თუმცა თანამდებობის დაკავებიდან სულ ცოტა ხანში მისმა შემოსავლებმა კლება დაიწყო.

თებერვალში Forbes-მა პრეზიდენტის ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 3,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა და რაც ძირითადად გოლფის სათამაშო მოედნებზე და სხვადასხვა ნაგებობზე მოდიოდა. ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით 2006 წლიდან 2014 წლამდე ტრამპმა 400 მილიონის ინვესტიცია ახალი შენობების მშენებლობაში ჩადო.

მაისში კი პრეზიდენტმა თავისი წილი ბრუკლინის ერთ-ერთ პროექტში 15 მილიონ ამერიკულ დოლარად გაყიდა. საპრეზიდენტი არჩევნებში მოგებამდე forbes შეფასებით ის 50 მილიონზე მეტს გამოიმუშავებდა წელიწადში, თუმცა პრეზიდენტობის საწყის პერიოდში მან მაინც შეინარჩუნა ეს ტემპი. ტრამპმა გამოიმუშავა 20 მილიონი ამერიკული დოლარი, გააფორმა ხელშეკრულება ანჯელ ჩენთან, რომელიც კონსალტინგური კომპანიის Global Alliance Associates-ის სათავეში დგას, თუმცა როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ტრამპისთვის ეს ბოლო მსხვილი პარტნიორობა იყო.

2018 წელს ტრამპის პარტნიორებმა 19 ობიექტი, ხოლო თავად მან ლოს ანჯელესში გოლფის მოედანთან ახლოს მდებარე 5,6 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 3 ნაკვეთი გაყიდა. ტრამპის 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მას 5 კომპანია ეკუთვნოდა, თუმცა ბოლოს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში მათი რაოდენობა 1 ერთეულამდე არის შემცირებული.

ყველაფრის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიაში მაინც მოწინავე პოზიციაზეა. ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში მის ოფისებს და სავაჭრო ცენტრებს 160-მდე მოიჯარე კომპანია ჰყავს, ისეთები როგორიცაა Gucci, Walgreens Boots Alliance და Starbucks , რომელიც ტრამპის კომპანიას წელიწადში 175 მილიონ ამერიკულ დოლარს უხდის, თუმცა ამ თანხის უმეტესი ნაწილი, ყოველდღიურ ხარჯებში მიდის.