მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

5c8bc4b9487e8
ლევან თაღიაშვილი
15.03.19 21:30
1832
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავად განაცხადა თეთრ სახლში კონფერენციის დროს.

მისი თქმით, ამის შესახებ მან იაპონიის პრემიერ-მინისტრისგან, შინზო აბესგან გაიგო, რომელმაც პირადად წარადგინა ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.

"ალბათ ამ პრემიას ვერასოდეს მივიღებ, თუმცა არაუშავს. ნობელის პრემია ობამამაც მიიღო, თუმცა ალბათ, დღემდე არ იცის რისთვის გადასცეს. პრეზიდენტად სულ 15 წამის არჩეული იყო და ამ პრიზით დააჯილდოვეს“ - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა შინზო აბეზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

"ცოტა ხნის წინ იაპონიის თავზე რაკეტები დაფრინავდა, მათ განგაშის ზარები ჰქონდათ ატეხილი, მთელმა მსოფლიომ იცის ამის შესახებ. ახლა ყველაფერი დამშვიდებულია, ისინი კარგად არიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა" - თქვა მან.