მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დონალდ ტრამპი: დოლარი ძალიან მყარდება და ეს ჩემი ბრალია, რადგან ხალხი მენდობა

58f0d6df58a89
BM.GE
14.04.17 18:04
2607
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დოლარი ძალიან მყარდება და ეს უშუალოდ მისი ბრალია, რადგანაც ხალხი მას ენდობა. ამის შესახებ პრეზიდენტმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მყარი დოლარი აშშ-ის ეკონომიკას აზიანებს.

"ვფიქრობ ჩვენი ვალუტა ძალიან მყარდება და ეს გარკვეულწილად ჩემი ბრალია, რადგანაც ხალხი მე მენდობა. ძალიან რთულია კონკურენტული იყო, როდესაც შენ გაქვს ძალიან მყარი დოლარი და სხვა ქვეყნების ვალუტები უფასურდება",- განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებმა გავლენა დოლარის კურსზე უკვე იქონია. საერთაშორისო ვალუტა გაუფასურდა, განსაკუთრებით აზიურ ბაზარზე.