07.აპრილი.2016 15:22
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვგეგმავთ მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვგეგმავთ მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად შევაფასებ და ამას არაერთი კვლევაც ადასტურებს", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობის ას დღეს.

"გაჩნდა ასეთი ფენომენი - "გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი", რომელიც პირდაპირ აისახა ბიზნესის დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი და იმ მონდომებისადმი, რომ უფრო მეტი ბიზნესი დაიწყოს და განვითარდეს საქართველოში. პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. მათ შორის გადასახადების დაწევის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა.

პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს და უახლოეს დღეებში დაანონსდება „სტარტაპების“ მიმართულება. ასევე ჩავატარეთ განათლების რეფორმის პრეზენტაცია და რეფორმა უკვე მოქმედებაშია", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სივრცითი განვითარების რეფორმა. "ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და აქაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვექნება, ეს არის გზები, ხიდები და ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს. ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების, მათ შორის მულახის თემისა და თუშეთის სივრცით განვითარებას. ვფიქრობთ ასევე მალთაყვის ნაწილში გავაკეთოთ სივრცითი განვითარება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დადებითად წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



15.ნოემბერი.2018 16:27
103

მთავრობა წამლის სააგენტოს აფუძნებს

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 13:30
59

10 თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამომფრენი მგზავრების 54% ტურისტია

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:18
47

“სოკარი” კომპანიის CSR სტრატეგიას წარადგენს

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:12
90

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 12:11
104

საარსებო მინიმუმი გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 11:39
77

2017 წელს, მშპ-ს რეალური ზრდა 4.8% იყო

ვრცლად