09.მარტი.2016 18:14
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ს ეწვია

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ–ს ეწვია
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის პანელში, რომელიც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფორუმზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. აღნიშნულ პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრუს ენდრიუსი, რომელთანაც საქართველოს ვიცე–პრემიერი შეხვედრას გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ათასწლეულის გამოწვევის (MCC), აშშ–ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC), აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID), სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს–გაერთიანებებში. დიმიტრი ქუმსიშვილი აგრეთვე გამართავს შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში.

გარდა ამისა, საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც Heritage Foundation–ის ორგანიზებით ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დაესწრება დისკუსიას, რომელიც მოეწყობა ამერიკა–საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.



23.ოქტომბერი.2018 23:30
43

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 23:28
85

"საბანკო რეგლამენტაციები მოახდინა ახალმა ფინანსთა მინისტრმა და შემდგომ პრემიერმა"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 23:03
326

"დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 21:00
78

მთავრობა დააჯარიმებს ყველას, ვინც ბინის ენერგოეფექტიანობის სავალდებულო სერტიფიკატს არ აიღებს

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 15:30
469

"გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაროსანასაც აქვს კავშირი ლარის გაუფასურებასთან"

ვრცლად
23.ოქტომბერი.2018 14:59
168

G&T-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

ვრცლად