მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: ეს იყო შეცდომა

5b50d2111f576
BM.GE
19.07.18 21:59
2485

საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი ქუმსიშვილი ადასტურებს, რომ მისი მხრიდან იყო შეცდომა, რომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია სამი კვირის წინ პროკურატურაში დაბარებისა და გამოკითხვის შესახებ.

"მომავალში, თუ კვლავ იქნება ინტერესი გამოძიების მხრიდან, ვაპირებ ყველა და ნებისმიერი ასეთი ფაქტი გავასაჯაროვო. მეტიც, დაკითხვიდან გამოსვლის შემთხვევაში მზად ვარ, ვისაუბრო კომპეტენციის და ნებართვის ფარგლებში თემაზე, თუ რაზე მიმდინარეობდა დაკითხვა და რა საკითხები აინტერესებდათ საგამოძიებო უწყებებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემა "რეაქცია"-ში სატელეფონო ჩართვისას.