მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდველის საბაგირო დღეიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

599d2f3074e80
BM.GE
23.08.17 11:29
3540
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას დიდველის საბაგირო. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანება არ აღინიშნება, შესაბამისად ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი. აღნიშნული სამსახური 2 ღამის განმავლობაში მძიმე ტქნიკით ტყეში გზების გაჭრის სამუშაოებში მონაწილეობდა, რათა სახანძრო სამაშველო მანქანებს ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის ლოკალიზება და გადაადგილება შეძლებოდათ.