მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს

59788c75622c4
BM.GE
26.07.17 16:34
1396
2040 წლისთვის დიდი ბრიტანეთი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, განცხადება დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოუვმა გააკეთა.

"კონსერვატორებს ჰქონდათ მანიფესტი, რომელიც იყო გარანტია იმისა, რომ 2050 წლისთვის ჩვენი ქვეყნის გზებზე აღარ ივლიან ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილები. დღეს ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამის მიხედვით 2040 წლიდან აღარ გაიყიდება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები", - აღნიშნა მან BBC-სთან ინტერვიუში. ამასთან, გოუვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება 200 მილიონ ფუნტ სტერლინს (260 მილიონ დოლარს) ადგილობრივ ხელისუფლებებს გაუნაწილებს, რათა მათ შეიმუშაონ სქემა, რომელიც დიზელზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობას შეზღუდავს.