მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი 2032 წლისთვის საწვავზე მომუშავე მანქანებისა აკრძალვას გეგმავს

5bc9f0404f1c7
BM.GE
19.10.18 21:00
787
დიდი ბრიტანეთის მთავრობა 2032 წლისთვის საწვავზე მომუშავე მანქანებისა და ჰიბრიდების სრულად აკრძალვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავარ მიზანს ელექტრომანქანის მოხმარებაზე გადასვლა და 2050 წლისთვის ჰაერის დაბინძურების 2/3–ით შემცირება წარმოადგენს.

„მთავრობის ამბიციები მის ქმედებას არ შეესაბამება. იმისთვის, რომ მოხდეს ძრავიანი მანქანებისა და ჰიბრიდების სრულად ჩანაცვლება, აუცილებელია ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიციის გაზრდა და მომხმარებლისთვის ელექტრომანქანებზე გადასვლის პროცესის გამარტივება“, – აცხადებს ბიზნეს ენერგიისა და ინდუსტრიული სტრატეგიის კომიტეტის წარმომადგენელი რეიჩელ რივსი.

ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ 2040 წლისთვის სრულად აიკრძალება საწვავზე მომუშავე მანქანების გაყიდვა. სწორედ ამ მიზეზით განხორციელდა ე.წ. გამონაბოლქვის არმქონე ტექნოლოგიებში 800 მილიონი ფუნტის (1 მილიარდი დოლარის) ოდენობის ინვესტიცია.

2040 წლისთვის ბრიტანეთის ქუჩებში 17 მილიონი ელექტრომანქანის გამოჩენაა მოსალოდნელი, რაც 3 მილიონი დამტენი პუნქტის არსებობასა და რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას მოითხოვს, წერს Bloomberg–ი. მათ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2040 წლისთვის ელექტრომანქანების გაყიდული რაოდენობა წელიწადში 60 მილიონს გაუტოლდება.

თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს: სავაჭრო გაერთიანების Unite the Union–ის მდივანის ტონი ბურკის განცხადებით, ისინი იბრძოლებენ ძრავიანი მანქანებისა და ჰიბრიდების აკრძალვის წინააღმდეგ, რადგან დასახული მიზნები ზიანს აყენებს ინდუსტრიას და ისინი უკვე უარყოფით შედეგებს განიცდიან.