მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება

5c8ead221a3ca
BM.GE
18.03.19 00:23
1883
დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება.

"TV პირველი" ადგილობრივებსა და თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის გაჩენას წინ უძღოდა ძლიერი აფეთქების ხმა.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა საწყობის ტერიტორიიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს. ის საავადმყოფიშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ხანძრის გავრცელების საშიშროება უკვე არ არსებობს. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 1800 კვადრატული მეტრის ფართი", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ხანძარი დაახლოებით 1.5 საათის წინ გაჩნდა.