მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ივანიშვილი დაესწრება

5c49536fc8fec
BM.GE
24.01.19 09:53
666

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.

თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია. მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებით.

„უმრავლესობის სხდომაზე მოწვეულია უმრავლესობის ყველა წევრი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

წყარო: IPN