მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 5 უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება

5c717123230cd
თელარა გელანტია
24.02.19 10:00
1353
დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში საქართველოს ხუთი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ბიზნეს ქეისების კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მონაწილე ჯგუფებს წინასწარ გადაეცათ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ქეისი - Walmart - ი Amazon - ის წინააღმდეგ.

მათ მიეცათ ორკვირიანი ვადა, რათა გადაეწყვიტათ Walmart - ის წინაშე არსებული პრობლემები და Amazon - ისთვის კონკურენციის გაწევის გეგმა შეედგინათ.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იქნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი. მასთან ერთად ჟიურის წევრები იქნებიან კომპანიების - Deloitte - ის, KPMG - ის, Marketer.ge - ის ხელმძღვანელი პირები.

ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია, ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.

გამარჯვებულები პრეზენტაციების შემდეგ ადგილზევე გამოვლინდებიან და საპრიზო ფონდიდან მსხვილი ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდებიან, მათ ასევე მიეცემათ ბიზნეს სექტორის წამყვან პირებთან საქმიანი სადილის და სამუშაო დღის გატარების (ე.წ. „shadowing") შესაძლებლობა.

ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ბიზნეს ქეისების კონკურსში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU), კავკასიის უნივერსიტეტის (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტები.