მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის განხილვა იწყება

5c8e205951808
თელარა გელანტია
18.03.19 09:00
1018
საქართველოს პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.

დღეს, 12:00 საათზე კანონის პროექტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

ორგანული კანონის პროექტის ავტორი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის ძირითად ნაწილებს შეგიძლიათ გაეცნოთ bm.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში - როგორ გავყიდოთ მიწა “თითქმის” - ყველაფერი ახალი კანონპროექტის შესახებ