01.თებერვალი.2016 10:07
საფინანსო სექტორი

დღეიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გაეშვება

დღეიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გაეშვება
2016 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა.
 
თავდაპირველად მიმოქცევაში გავა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში.
 
"ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით. ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.



18.ივლისი.2018 15:00
357

"ფასიანი ქაღალდების ბაზარი მოსახლეობას კაზინო ჰგონია"

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
70

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

ვრცლად
18.ივლისი.2018 13:11
32

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

ვრცლად
18.ივლისი.2018 11:31
54

ივნისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 1.3%-ით გამყარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:00
85

"თუ ჩვენი მოსაზრებები არ იქნება გათვალისწინებული, ნეგატიური შედეგები გარდაუვალია"

ვრცლად
16.ივლისი.2018 20:20
122

"კაპიტალის ბაზრის განვითარებაში ინტერესთა კონფლიქტზე ვერაფერს გეტყვით"

ვრცლად