მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

5c6cf108d039b
სალომე ჭიპაშვილი
20.02.19 11:05
1392
„ენგურჰესის“ მუშაობის გაჩერების თავიდან ასაცილებლად, დღეს მთლიანად აფხაზეთს, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება.

როგორც „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში სატელეფონო საუბრისას „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვა დღეში მილიონ ასი ათასი კილოვატსაათის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს და ეს შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ წყლის დონე „ენგურჰესში“ მატებას არ დაიწყებს.

„ეს კი შეიძლება აპრილის დასაწყისში მოხდეს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, „ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის გაჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ლევან მებონიამ გუშინ გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ენგურჰესში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან არის გაზრდილი და აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები თუ არ გატარდა, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყალი აღარ იქნება, ხოლო რესურსი, რომ ამოიწურება, ჰესი გაჩერდება.

გუშინ „ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა 8 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა.