მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან №24 ავტობუსის მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ის ავტობუსები მოემსახურება

5970677f806c6
BM.GE
20.07.17 12:18
1498
დღეიდან №24 ავტობუსების მგზავრებს ახალი ლურჯი MAN-ს CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურება.

№24 მარშრუტი გლდანის VII-VIII მიკრორაიონიდან გრიგოლ რობაქიძის, მარშალ გელოვანის და ვაჟა ფშაველას გამზირების გავლით თბილისის სახ. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებშიშეისყიდა ახალი 143 MAN-ის ავტობუსები. ავტობუსები უკვე მოძრაობს მარშრუტზე № 9, 37, 51, 61, 87 და 88 მარშრუტებზე.

ხვალიდან ახალი ავტობუსები N14 და N21 მარშუტებზე გამოჩნდება, ხოლო N140 მარშუტზე ავტობუსების ჩანაცვლება 24 ივლისს იგეგმება.