29.თებერვალი.2016 13:26
საზოგადოება

დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის მესამე ეტაპი მარტიდან დაიწყება

დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის მესამე ეტაპი მარტიდან დაიწყება
"დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის" პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, პროექტი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
 
"მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება პროექტის მესამე ეტაპი და განაცხადების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი.



17.ივლისი.2018 21:00
25

ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:41
270

„პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ვიყავი“

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:33
243

"ეს იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც მშვიდობიანად დამთავრდა"

ვრცლად
17.ივლისი.2018 20:20
338

"თბილისის მეტრო რეაბილიტაციის გარეშე, შესაძლოა, საერთოდ გაჩერდეს"

ვრცლად
17.ივლისი.2018 19:25
153

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, შესაძლოა, თანამშრომლები შეამცირონ

ვრცლად
17.ივლისი.2018 19:20
13

"მერია ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარების ჩარჩო გეგმას დაამუშავებს"

ვრცლად