მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ლი: მსხვილ კომპანიებს და უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ

592a7e461e994
BM.GE
28.05.17 16:00
1595
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საოსოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა აიკრძალება. ქვეყნის მთავარ კანონში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა ინიციატივა არასამთავრობო ორგანზაციების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ისინი თვლიან, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე კონსტიტუციური შეზღუდვის დაწესება ბიზნესგარემოს დააზიანებს, - თემაზე გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ ბიზნესმენი, ARIC Development-ის გენერალური დირექტორი დევიდ ლი საუბრობს.

- ბატონო დევიდ, როგორ ფიქრობთ ეს კარგი გადაწყვეტილებაა?

- სოფლის-მეურნეობის მიწები საქართველოს კუთვნილებაა და უცხოელებს ის ავტომატურად არ უნდა გადაეცეთ, თუმცა გზები უნდა გამოინახოს ისე, როგორც ეს სხვა ევროპული ქვეყნების შემთხვევებში ხდება იურიდიული კონტროლის თვალსაზრისით. ეს მაინც და მაინც საკონსტიტუციო საკითხი არ უნდა გახდეს, რადგან ინვესტორებისთვის საკმაოდ ნეგატიური გზავნილი იქნება, მითუმეტეს, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთის გახსნილია.

ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. თუ დავაკვირდებით ყველა სექტორს, რომელიც რეალურად ფუნქციონირებს საქართველოში, - მაგალითად ტურიზმი, საბანკო სექტორი, - უცხოელ ინვესტორებს ამ სექტორებში ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიები შემოაქვთ.

სოფლის მეურნეობაში ამას ადგილი არ აქვს. ეს საქართველოსთვის ახალი სფეროა. მიწა, რა თქმა უნდა, დაცული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ არა კონსტიტუციური სილის გაწვნით ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს იმედის თვალით უყურებს. დიდი მასშტაბების მქონე კომპანიებს მიწის შეძენის უფლება უნდა ჰქონდეთ.

- თუმცა, მთავრობა აცხადებს, რომ ადგილი გამონაკლისებს ექნება...

- სამთავრობო ეშელონებში რა პროცესები უნდა წარიმართს ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, მაგრამ მთავარია პროცესი გახსნილი და გამჭვირვალე იყოს. ადგილობრივ ინვესტორსაც კი უნდა გააჩნდეს მიწის შძენის უფლება, მაგრამ ის ვინც მიწას იყიდის მას უკვე სოფლის მეურნეობის სფეროში ცოდნა უნდა გააჩნდეს, ასევე ტექნოლოგიები უნდა შემოიტანოს ქვეყანაში და სამუშაო ადგილების შექმნაზე იზრუნოს.

ჩვენ ვერ უზრუნველყობთ ეკონომიკის გამართულად ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც საკუთარ მიწას ეფექტურად ვერ ვიყენებთ, საკვები პროდუქტები საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს, როდესაც მიწები და წყლის რესურსებიც გაგვაჩნია.