მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერები საცხოვრებელ სახლებში სამშენებლო დეფექტების დაზღვევას არაგონივრულად მიიჩნევენ

59789a317d4db
დავით ჯალაღონია
26.07.17 17:32
993
დეველოპერები საცხოვრებელ სახლებში სამშენებლო დეფექტების დაზღვევას არაგონივრულად მიიჩნევენ. როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა „საქმის კურსს“ განუცხადეს, ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინიციატივა, რომელიც უკვე დასრულებულ შენობებში გამოვლენილი ხარვეზების დაზღვევას ეხება, მხოლოდ გაუმართლებელი ხარჯი იქნება, რადგან ახალი სამშენებლო კოდექსი ტექნიკური ზედამხედველობის საკმაოდ მკაცრი ნორმების დანერგვას ითვალისწინებს, რაც ამცირებს ისეთი დეფექტების ალბათობას, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდეს.

„უარყოფითი პოზიცია გვაქვს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ როდესაც სერტიფიცირებული და მარეგულირებელი ორგანიების ინსტიტუციები შემოდის და სამშენებლო კოდექსი ამას გულისხმობს, ზუსტად იგივე სპეციალისტებს უნდა დაუკვეთონ სადაზღვევო კომპანიებმა ჩვენი შემოწმება, მაშინ როცა ეს შემოწმება ისედაც მიმდინარეობს. საუბარი არის სავალდებული დაზღვევაზე. რამდენი შემთხვევა არის ისეთი, რომ ახალაშენებული სახლი დაინგრა? მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ამიტომ ეს ტყუილი ფულის ხდა არის და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ ეკონომიკის სამინისტროში, რომ დაზღვევას არ ვეთანხმებით“, - განაცხადა აბულაძემ და დასძინა, რომ სამშენებლო დეფექტების დაზღვევა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს აწყობთ.

აღნიშნულ პოზიციას „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც იზიარებს.

„სამშენებლო კოდექსი შემოგვაქვს, ახალ გენერალურ გეგმას ვამტკიცებთ და ამასთან, კონტროლი უნდა განხორციელდეს მასალებზე, სახანძრო დაცვის სისტემებზე და ა.შ, ამიტომ ახალი შენობის დაზღვევა მიუღებელია. ეს დამატებითი ხარჯებია. ეს ნებაყოფლობით უნდა მოხდეს", - მიიჩნევს ბეჟან წაქაძე.

დეველოპერებმა თავიანთი უკმაყოფილება ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე გამართულ შეხვედრაზე უკვე გამოთქვეს.