მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank მარეგულირებლის ზედამხედველობის ქვეშაა

5baa37061e009
მარიამ ადამია
25.09.18 17:22
599
გერმანიის ხელისუფლება, ქვეყნის უმსხვილეს ბანკს, ფულის გათეთრების თავიდან აცილების მიზნით, ზომების გამკაცრებას სთხოვს. ფინანსური მარეგულირებლის BaFin-ის მოთხოვნის თანახმად, Deutsche Bank-მა მართვის სისტემაში დამატებითი ზომები უნდა გაატაროს. ინსტრუქციების სწორად და თანმიმდევრული შესრულების მიზნით კი, მარეგულირებელი სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს ბანკში. თვალყურს ადევნებს მის მუშაობას და შეაფასებს შესრულებულ ოპერაციებს.

როგორც მარეგულირებლის პრესს-რელიზშია მითითებული, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბანკის ირგვლივ მომრავლდა ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით სკანდალები. განსაკუთრებით ხშირად კი, Deutsche Bank-ს სწორედ ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ, ბანკი 625 მილიონი დოლარით, სწორედ ფულის გათეთრების მიზნით დააჯარიმა.