მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის მოგება იზრდება

5979f22be682e
BM.GE
27.07.17 18:00
856
გერმანიის უმსხვილესი კომერციული ბანკის Deutsche Bank მოგება 23-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის II კვარტალში ბანკის წმინდა მოგებამ 466 მილიონი ევრო შეადგინა.

Deutsche Bank-ის პრესრელიზის მიხედვით, საინვესტიციო ბანკის წმინდა შემოსავალი ობლიგაციებით განხორციელებული ოპერაციებიდან 12%-ით, ხოლო ფასიანი ქაღალდებიდან 28%-ით დაეცა. ასევე ფიზიკური პირებისა და private banking-ის მომსახურების სფეროში შემოსავლები 7%-ით შემცირდა.

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯონ კრაიანის განცხადებით, ბაზარზე კლიენტების თავშეკავებულმა აქტივობამ ბანკის შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია.