მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ ეკონომიკის ყველა დარგზე გავრცელდება

BM.GE
31.07.18 16:38
1058
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ორგანული კანონის სტატუსს მიიღებს და მისი მოქმედება გავრცელდება არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. ასევე იზრდება შრომის ინსპექტორების ფუნქციებიც. ამ თემებზე მუშაობა პარლამენტმა დაიწყო და ერთი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, რომელსაც როგორც უმრავლესობის წევრები, ისე ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინსტროების წარმომადგენლები, პროფკავშირები და ბიზნეს ასოციაციებიც ესწრებოდნენ.