მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: კონკურენციის სააგენტო უნდა გააქტიურდეს

5b55d3a83b866
სალომე მეცხვარიშვილი
23.07.18 17:40
678
საჭიროა კონკურენციის სააგენტოს გააქტიურება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, სანამ პარლამენტი ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვებს დაიწყებს, მანამდე ცხადი უნდა გახდეს კონკურენციის სააგენტოს ზუსტი ხედვა ქვეყანაში კონკურენციის პირობების შექმნასთან დაკავშირებით.

„ცალკე ანტიდემპინგური კანონი ვერაფერს შეცვლის, თუ პირველ რიგში, არ გააქტიურდა კონკურენციის სააგენტო, თუ ჩვენ არ ჩამოვიყალიბეთ მკაფიო ხედვა კონკურენციასთან მიმართებაში. ანტიდემპინგური კანონპროექტი, ჩემი აზრით, მისაღებია მსჯელობისა და დეტალების დაზუტების შემდეგ.

ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინსტრუმენტი ქვეყანაში კონკურენციის გასააქტიურებლად - იქნება ეს ოლიგოპოლიური, მონოპოლიური თუ ნებისმიერი სხვა სიტუაციის გასანეიტრალებლად.

კონკურენციის სააგენტოს არათუ უნდა მოემატოს უფლებამოსილებები, კონკურენციის სააგენტო უნდა გახდეს ქვეყანაში კონკურენტული პირობების შექმნის გარანტი. ამისთვის საჭიროა მისი გააქტიურება, ჩვენ მოვთხოვთ მათ ამ ხედვას. ვიცი, რომ ისინი თავადაც მუშაობენ ამ მიმართულებით“,- აცხადებს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ცემენტის ასოციაცია ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას ითხოვს. დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება ნიშნავს, რომ კომპანია პროდუქციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის, იმისთვის რომ კონკუტენტები ჩაძიროს. ანტიდემპინგური კანონი კი ამის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ზომების გატარებას ითვალისწინებს. ქართული ბიზნესის ნაწილი ამ კანონდებლობის შემოღებას წლებია  ითხოვს.