მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს სასურსათო გამოწვევები და საქართველო

BM.GE
17.11.21 12:22
453
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ყოველი წლის ოქტომბერში „მსოფლიო სურსათის დღეს“ მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს. ეს ღონისძიება 150-ზე მეტ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ტარდება. მისი მიზანია, მთავრობებმა, კერძო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და თითოეულმა ადამიანმა ყურადღება დაუთმოს იმ გლობალურ პრობლემებს, რომელიც პლანეტის ყველა მცხოვრებს ეხება.

სტატისტიკაც რომ მოვიშველიოთ მეტი თვალსაჩინოებისთვის, ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება.

ამის პარალელურად, საყურადღებოა მოშიმშილე ადამიანთა რიცხვიც, რომელიც პანდემიის პირობებში მკვეთრად გაიზარდა. FAO-ს მონაცემებით, წელს, დედამიწაზე მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობამ 811 მილიონს მიაღწია.

რეალურ სურათს რომ შევხედოთ, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება, ანუ სწორი დაგეგმვის, განაწილების, სწორად წარმოების და ნაკლებად გაფუჭებული თუ გადაყრილი სურსათის პირობებში, საკვები დედამიწის ყველა მცხოვრებს უნდა ეყოს, თუმცა სტატისტიკური რიცხვები საპირისპიროზე მეტყველებს.

სტუმარი: მიხეილ სოხაძე - FAO, პროექტის მენეჯერი.