მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების განთავსებაზე სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა

595cd5ba94005
BM.GE
05.07.17 16:03
1140
სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი“.

აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში.

4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით.

რეფორმის განხორციელებისთვის გატარებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები:

• ევროკავშირის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ იქნა ტექნიკური დახმარებისს მისია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზინის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს ფულადი სახსრების ეფექტიანი მართვის საწყის ეტაპზე ურისკო ფულის მართვის მექანიზმები, რაც იძლევა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების გენერირების შესაძლებლობას.

• აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მხარდაჭერით, ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიზნით, მომზადდა პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებისა და მახასიათებლების სამუშაო დოკუმენტი. დოკუმენტში აღწერილია ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსებისათვის საჭირო პროცესისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალები.
• ევროკავშირის დაფინანსებით მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს რამდენიმე ეტაპიანი ტრეინინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის საკითხებზე.

• მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც „ბლუმბერგის“ ექსპერტებებმა სახელმწიფო ხაზინის თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრეინინგები სისტემის სხვადასხვა მოდულის გამოყენების შესახებ, რამაც მოგვცა საშუალება ფულადი სახსრების განთავსების აუქციონის ჩატარება განხორციელებულიყო ელექტრონული პლატფორმა ბლუმბერგის ბაზაზე.

• საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად მოხდა შეთანხმება სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში განთავსების ძირითად პრინციპებზე.