მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deloitte-მა დიდი ბარიერული რიფის საბაზრო ღირებულება დაითვალა

595218dea3d65
BM.GE
27.06.17 12:33
1400
Deloitte-ში დაითვალეს ის პირდაპირი და ირიბი მოგება, რასაც ავსტრალია დიდი ბარიერული რიფისგან იღებს. რიფის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ღირებულების განსაზღვრამ, ექსპერტებს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზამის საბაზრო ღირებულების დაახლოებით დათვლის საშუალება მისცა.

დიდი ბარიერული რიფის საბაზრო ღირებულება დღეს - $42 მილიარდია.
ყოველწლიურად მას ავსტრალიის ეკონომიკისთვის $4.8 მლრდ მოაქვს და 64 000 სამუშაო ადგილს ქმნის, - მიაჩნიათ Deloitte-ის ექსპერტებს.

გარდა ამისა, რიფის არსებობა, მეცნიერებს მასალებს აძლევს კვლევებისთვის, ავსტრალიაში ტურისტებს იზიდავს, რაც ზრდის ავიაკომპანიების შემოსავლებს და მთელ რიგ უპირატესობებს აძლევს ქვეყნის ეკონომიკას.