მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევი 40 900 ლარით დაჯარიმდა

5c8f96454e1bc
BM.GE
18.03.19 16:57
863

ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს სამართალდამრღვევი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი.

სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

წყარო: GBC