მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედაქალაქის გენერალური გეგმა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარებას ითვალისწინებს

58ff3a558389c
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.17 10:40
4626
დედაქალაქის გენერალური გეგმა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარებას ითვალისწინებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მტკვარზე ტრანსპორტის განვითარება იქნება მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება.

„მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: მდინარის გათავისუფლება საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისაგან; გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისათვის”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ საჭიროა, წყლისა და ქუჩის დონეებს შორის სიმაღლის დიდი სხვაობის შემცირებაა საჭირო რადგან ამის გამო გართულებულია მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობა.